მოსკოვის „სპარტაკის“ ლეგენდარული ფეხბურთელის, იური გავრილოვის ვაჟმა, ვასილიმ, მამის ინსულტის მიზეზზე ისაუბრა. ვასილის თქმით, ყოფილი ფეხბურთელი კიდევ რამდენიმე დღეს გაატარებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
„მამამ ინსულტი გადაიტანა. კისრის არტერიაში ეგრეთ წოდებული დაფა ჩამოიშლა, რამაც სისხლის მიწოდების 60 პროცენტი შეწყვიტა. ახლა ექიმები ყველა საჭირო მანიპულაციას აკეთებენ – სტენტს ჩააყენებენ. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ის რამდენიმე დღის განმავლობაში საავადმყოფოში დარჩება.“
შეგახსენებთ, გავრილოვი „სპარტაკში“ 1977-1985 წლებში თამაშობდა. კლუბში 347 მატჩი ჩაატარა და 115 გოლი გაიტანა.
იური გავრილოვი არის 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი, საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1976 და 1979), სსრკ თასის ფინალისტი (1981). გრიგორი ფედოტოვის ასიანთა კლუბის წევრი.
საბჭოეთის ჩემპიონატის დროს, მას დავით ყიფიანის პირდაპირ კონკურენტად მიიჩნევდნენ.