რამდენჯერმე ულაპარაკიათ

Home კატეგორიის გარეშე რამდენჯერმე ულაპარაკიათ
რამდენჯერმე ულაპარაკიათ

De Laurentiis ha inviato una lettera a Spalletti: la reazione del mister -  AreaNapoli.itრაგინდ საკვირველია იყოს, იტალიური, კერძოდ ნეაპოლური პრესა ლუჩანო სპალეტის „ნაპოლიში” დარჩენა-არ დარჩენაზე ლაპარაკისას თავშეკავებულია. კატეგორიულად ვერავინ ამბობს, დარჩება თუ არა ტოსკანელი მწვრთნელი კამპანიის დედაქალაქის გუნდში. ამის შესახებ თავისი ინფორმაცია გაასაჯაროვა მილანურმა „გაძეტა დელო სპორტმაც”, რომელიც ისტორიულად იტალიის ყველაზე დიდტირაჟიანი სპორტული გამოცემაა. გაზეთმა დაწერა, რომ როდესაც აურელიო დე ლაურენტისს რაღაც უნდა, ის მიზანს აუცილებლად აღწევს.

გუშინ, მწვრთნელი და პრეზიდენტი ცნობილი საქმიანი სადილის შემდეგ კვლავ შეხვედრილან, ოღონდ ეს სხვა ყაიდის შეხვედრა იყო. დე ლაურენტისი „ნაპოლის” ვარჯიშზე მივიდა და ფეხბურთელებს მიესალმა. მან და სპალეტიმ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. მათი ურთიერთობა ამ ზრდილობიან ჟესტს არ გასცილებია. „გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, მოლაპარაკებები მწვრთნელის კონტრაქტის შესახებ გაჩერებულია. დე ლაურენტისს მყარად სწამს, რომ ქვეყნად შეუცვლელი არავინ არის, არც მწვრთნელი და არც რომელიმე ფეხბურთელი.

და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: მილანური გაზეთი წერს, რომ ბოლო პერიოდში დე ლაურენტისმა რამდენჯერმე დაურეკა ცნობილ ესპანელ მწვრთნელს რაფა ბენიტესს. საუბრების შინაარსი რასაკვირველია ცნობილი არ არის, მაგრამ დიდი შანსია, რომ ის ბენიტესის „მარადონაზე” დაბრუნებას ეხებოდა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.