შვიდი ნეაპოლელი შვიდ სხვადასხვა პოზიციაზე ჩინებული შედეგია. შესაძლოა შვიდივემ ვერ გაიმარჯვოს, მაგრამ ისინი EASports Fifa-ს Lega Calcio-ს თერთმეტეულის ნომინანტები არიან. მეკარეთა შორის გახლავთ ალექს მერეტი, მცველებს შორის — კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო და კიმ მინ-ჯაე, ნახევარდაცვაში — სტანისლავ ლობოტკა და ანდრე-მარკ ზამბო ანგისა, თავდასხმაში კი ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი.
არჩევანს უახლოეს კვირებში EASports-ის ვებგვერდზე იტალიელი გულშემატკივარი გააკეთებს.
გთავაზობთ, ნომინანტთა სრულ სიას:
მეკარეები: რუი პატრისიუ (რომა), გულიელმო ვიკარიო (ემპოლი), ვოიცეხ შჩესნი (იუვენტუსი), ივან პროვედელი (ლაციო), ალექს მერეტი (ნაპოლი);
მცველები: კარლოს აუგუსტო (მონცა), კრის სმოლინგი (რომა), ჯორჯო სკალვინი (ატალანტა), სტეფან პოში (ბოლონია), ფედერიკო დიმარკო (ინტერი), ალესიო რომანიოლი (ლაციო), კიმ მინ-ჯაე (ნაპოლი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), პერ შუურსი (ტორინო), დესტინი უდოგი (უდინეზე), ფედერიკო ბასკიროტო (ლეჩე), გლეისონ ბრემერი (იუვენტუსი), ტეო ერნანდესი (მილანი);
ნახევარმცველები: სანდრო ტონალი (მილანი), სოფიან ამრაბატი (ფიორენტინა), რიკარდო ორსოლინი (ბოლონია), ტომაზო ბალდანძი (ემპოლი), ნიკოლო ბარელა (ინტერი), ადრიან რაბიო (იუვენტუსი), ნიკოლო ფაჯიოლი (იუვენტუსი), სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო), სტანისლავ ლობოტკა (ნაპოლი), ანდრე-მარკ ზამბო ანგისა (ნაპოლი), დავიდე ფრატეზი (სასუოლო), ჰაქან ჩალჰანოღლუ (ინტერი), ბრაიან კრისტანტე (რომა), რობერტო პერეირა (უდინეზე);
თავდამსხმელები: რაფაელ ლეაო (მილანი), მ’ბალა ნზოლა (სპეცია), პაულო დიბალა (რომა), რასმუს ჰოილუნდი (ატალანტა), ადემოლა ლუკმანი (ატალანტა), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ანხელ დი მარია (იუვენტუსი), მატია ძაკარინი (ლაციო), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი), გაბრიელ სტრეფეზა (ლეჩე), ბულაიე დია (სალერნიტანა), არმან ლორიენტი (სასუოლო).