„ფიორენტინასთან” გამარჯვების შემდეგ, „ნაპოლის” არგენტინელმა თავდამსხმელმა ჯოვანი სიმეონემ „სქაი სპორტს” მისცა ინტერვიუ:
— სკუდეტოს მოგება ენით აუწერელი ემოცია იყო. მე ვარ დიეგოს მერე პირველი არგენტინელი, რომელიც იტალიის ჩემპიონი გახდა. კიდევ არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი ცხადია. მინდა შემდეგი კვირის განმავლობაში ქალაქში ვიარო და ფანებს შევხვდე. ყოველ დღე მეტად და მეტად მიყვარდება ნეაპოლი და ნეაპოლელები.
როდის მივხვდი, რომ სკუდეტოს ვიგებდით? როდესაც „ატალანტასთან” და „რომასთან” თავიდან გაგვიჭირდა, მაგრამ გავიმარჯვეთ. შემდეგ კი „იუვენტუსსაც” მოვუგეთ და მივხვდით, რომ მიზანთან ახლოს ვიყავით.
ყოველთვის მინდოდა „ნაპოლიში” მეთამაშა. ჩემში მუდამ იჯდა რაღაც, რაც ნეაპოლში მეძახდა. გუნდისთვის სულს და გულს არ ვიშურებდი. ყოველდღე ამაზე ვზრუნავდი. საკუთარ თავზე არასდროს მიფიქრია. ბედნიერი ვიყავი მაშინაც, როდესაც თავად არ ვთამაშობდი, მაგრამ გუნდი იგებდა. სხვა კლუბებში ასეთი რამ არ ხდება.
— მამა (დიეგო სიმეონე) თუ გაძლევდათ რჩევებს?
— ის ამ დღეებში ჩამოვიდა, რათა ჩემთან ერთად ეზეიმა სკუდეტო. ეს ნორმალური მამაშვილური ურთიერთობაა, ოღონდ, რასაკვირველია შურს, რადგან მე „ნაპოლიში” სკუდეტო მოვიგე.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
სიახლეები29/05/2026 | 09:03არსენალი ბუდაპეშტშია
