ვიქტორ ოსიმენი ამბობს, რომ „ნაპოლიდან” წასვლა არ უნდა. ამის შესახებ მან Tg5-ის მიკროფონების წინაშე ილაპარაკა. იმავე ინტერვიუში ნიგერიელმა ტრავმაც ახსენა. „ნაპოლის” გულშემატკივართა დამშვიდება სცადა.

„სერიოზული არაფერია. შევეცდები 10-12 დღე ჯანმრთელობის აღსადგენად საუკეთესოდ გამოვიყენო. იმედი მაქვს და საკუთარ თავსაც ვარწმუნებ, რომ „მილანთან” ჩემპიონთა ლიგის თამაშებისთვის მზად ვიქნები”, — თქვა თავდამსხმელმა.

ოსიმენს სკუდეტოც უხსენეს. მან უპასუხა: „ყველა გახარებულია. ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ ოცნება ახდეს. სეზონის დასაწყისში ჩვენი ბევრს არ სწამდა. ახლა კი მიზანთან ახლოს ვართ და ერთი სული გვაქვს, როდის დავსვამთ წერტილს”.

Osimhen: "Torno per la Champions, solo 12 giorni di riposo! Napoli straordinaria, mai avuto tanto amore"