ხვიჩა კვარაცხელიას (თბილისი, 2001) და „ნაპოლის” ისტორია ზაფხულის მერეც გაგრძელდება. როგორც „მარკამ” სანტი აუონასგან შეიტყო, ქართველმა გარემარბმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და „პარტენოპეელებთან” კონტრაქტს ახანგრძლივებს. ახალი ხელშეკრულება ძალაში იქნება 2028 წლამდე (ერთი წლით უფრო მეტხანს, ვიდრე ახლანდელი ხელშეკრულების ვადაა) და ხელფასიც მნიშვნელოვნად გაიზრდება. დღეს კვარა ხელზე მილიონ ევროს იღებს, ახალი კონტრაქტის ამოქმედების შემდეგ კი 2,5 მილიონს მიიღებს, რასაც ბონუსები დაემატება.
კვარაცხელიას, რომელმაც მიმდინარე სეზონში, სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში, 14 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი შეასრულა, ახალ ხელშეკრულებაში თანამშროლობის შეწყვეტის პუნქტი არ ექნება. ეს პუნქტი არც მოქმედ კონტრაქტში არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი გაყიდვა დაემსგავსება აუქციონს, რომელშიც გაიმარჯვებს ის, ვინც ყველაზე მეტს გადაიხდის. ნეაპოლში 100 მილიონზე ნაკლები თანხის მიღებას არც კი განიხილავენ… ეს თანხაც მინიმალურად მიაჩნიათ.
ასეთ ვითარებაში კვარაცხელიას ურჩევნია „ნაპოლიში” გმირად დარჩეს, ვიდრე ბაზრობაში მიიღოს მონაწილეობა. ის ტოპ ევროპულ ლიგაში თავის პირველ სეზონს ატარებს და ნაჩქარევი ნაბიჯის გადადგმა არ სურს.
„ჩვენ საუკეთესო ფეხბურთელების შენარჩუნება არ გაგვიჭირდება, რადგან ვიცით როგორ გავუფორმოთ მათ კონტრაქტი”, — თქვა თებერვლის თვეში „ნაპოლის” მეპატრონემ დე ლაურენტისმა, რომელმაც იმავდროულად ძალიან კარგად იცის, რომ უხვ შემოთავაზებაზე არასოდეს უნდა თქვას არასოდეს. ამასთან ის თავისი ორი დიდი ვარსკვლავის კვარაცხელიასა და ოსიმენის ხანგრძლივად დატოვებასაც ფიქრობს: „ისინი ჩვენთან დიდხანს დარჩებიან”, ბრძანა ბიზნესმენმა.
შეუჩერებელი ტალანტი
„ნაპოლიმ” ახალგაზრდა გარემარბში მხოლოდ 11,5 მილიონი ევრო გადაიხადა. იმ დღის მერე, როდესაც კვარაცხელიას სანაცვლოდ „იუვენტუსს” 20 მილიონი ევრო დაენანა და სანამ რუსეთი უკრაინაში ომს დაიწყებდა, მისი შეძენა „ვალენსიამ” და „სევილიამ” გადაწყვიტეს, მაგრამ „ნაპოლის” სპორტულმა დირექტორმა ჯიუნტოლიმ ყველას დაასწრო.
„კვარას ნეაპოლი უყვარს. მან მითხრა, რომ მისთვის იტალიურ ფეხბურთში მხოლოდ „ნაპოლი” არსებობს”, — უთხრა რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა CalcioNapoli24-ს. როდესაც მას სხვა კლუბების (მათ შორის „რეალის”) ინტერესზე ჰკითხეს, ჯუღელმა უპასუხა: „დიახ, მისი შეძენით ბევრი კლუბია დაინტერესებული”.
ასევე რამდენიმე დღის წინ „ვალენსიას” მეკარემ და საქართველოს ნაკრებში კვარაცხელიას თანაგუნდელმა გიორგი მამარდაშვილმა „მარკას” უთხრა: „თუ ის ამ დონეს შეინარჩუნებს, ეჭვი არ მეპარება, რომ „ოქროს ბურთის” ლაურეატი გახდება”.
იგივე თქვა „ნაპოლიში” მისმა პარტნიორმა ვიქტორ ოსიმენმა: „უახლოეს წლებში კვარაცხელია „ოქროს ბურთს” მიიღებს”.
ირატი პრატი, მარკა
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 07:35ჰოლანდი მანჰატენზე თავისუფლად დადიოდა
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
