ბრიტანულ მედიაში გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ „ნაპოლის“ მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი, „ლივერპულში“ იურგენ კლოპის ერთ-ერთ სავარაუდო შემცვლელად განიხილება.
გერმანელს, რომელიც წითლებთან 2015 წლიდან მუშაობს, კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. მაგრამ ბოლოდროინდელმა ცუდმა შედეგებმა კლუბის ხელმძღვანელობა, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მწვრთნელის ცვლილებაზე დააფიქრა. ნეაპოლელებთან სპალეტის კონტრაქტს ვადა ამ ზაფხულს ეწურება. ყოველ კვირას საუბრობენ ახალი შეთანხმების გაფორმების თაობაზე, მაგრამ ლუჩანო კონკრეტულ პასუხს გაურბის.
სპალეტის ხელფასი „ნაპოლიში“ ახლა 3 მილიონ ევროს არ აღემატება, ინგლისში კი მისთვის ბევრად მეტის შეთავაზება შეუძლიათ.
ევროპულ სააგენტო წრეებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ლივერპულმა“ სერიოზული შუამავლის მეშვეობით უკვე დაამყარა წინასწარი კონტაქტი სპალეტისთან. თუმცა, ჯერჯერობით საჯაროდ არცერთი მხარე არაფერს ადასტურებს.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
სიახლეები26/05/2026 | 21:25ტორპედომ და იბერიამ დაძაბეს
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:09მბაპე 70
