მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა, ქარიმ ბენზემამ, ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „ლივერპულის“ წინააღმდეგ (5:2), დუბლი შეასრულა. მისთვის ეს პირველი გოლებია მიმდინარე გათამაშებაში.
მანამდე, ჯგუფურ ეტაპზე, ბენზემამ 4 შეხვედრაში ითამაშა, მაგრამ შედეგიანობით არ გამორჩეულა.
სტატისტიკურ-ანალიტიკური პორტალის, Opta-ს ცნობით, ფრანგმა ტურნირის ზედიზედ მე-18 სეზონში გაიტანა და ამით ლიონელ მესის რეკორდი გაიმეორა. ორივეს აქტივობა 2005-2006 წლების სეზონიდან იწყება.
„რეალი“ – „ლივერპულის” საპასუხო შეხვედრა სამი კვირის შემდეგ, 15 მარტს მადრიდში გაიმართება და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
სიახლეები27/05/2026 | 22:32ამჯერად უკვე 21…
