„პარი სენ-ჟერმენის“ დიდვარსკვლავი, ლიონელ მესი, ფრანგულ კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულება მინიმუმ ორ სეზონზე გაითვლება არგენტინელს ხელფასს მნიშვნელოვნად გაუზრდიან. მთავარი მიზეზი რის გამოც მესი კონტრაქტის გაგრძელებას დათანხმდება, სხვა გუნდებთან სერიოზული ვარიანტების არარსებობაა. არც „ბარსელონას“ შეუთავაზებია მისთვის წინადადება. საუდის არაბეთში წასვლის პერსპექტივა კი არ ხიბლავს.
მიმდინარე სეზონში 35 წლის ფორვარდმა პსჟ-ის მასიურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 21 მატჩში 13 ბურთი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.

