ფეხბურთის ფედერაციის 29-ე ყრილობის ბედს 29 დელეგატი გადაწყვეტს - 1TVფაქტობრივად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ლევან კობიაშვილი კიდევ ოთხი წლით უხელმძღვანელებს. ეს ყველაფერი მას შემდეგ გაირკვა, რაც საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა.

მოკლედ, პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ კობიაშვილია, რომელიც სფფ-ს 29 სუბიექტმა წარადგინა. კობიაშვილს, ცხადია ერთხმად, 4 თებერვალს სფფ-ის XXXIII საარჩევნო ყრილობაზე აირჩევენ. 16 იანვარს კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXIII საარჩევნო ყრილობის საპროცედური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ; სხვადასხვა…

45 წლის კობიაშვილი სფფ-ს პრეზიდენტად პირველად 2015 წლის ოქტომბერში აირჩიეს, როდესაც მისი კონკურენტი რევაზ არველაძე იყო. 2019 წლის თებერვალში კობიაშვილი პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა და მაშინაც ერთადერთი კანდიდატი იყო. ახლაც უკონკურენტო კობიაშვილი, ცხადია, ქართული ფეხბურთის შეფი მესამედაც გახდება… ერთი სიტყვით, ქართული ფეხბურთის ისევ ერთ ხმაშია, კობიაშვილიც არის და არის…