„რომას“ ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ ამ სეზონში „იუვენტუსის“ თამაშის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ:
„მაქსი ალეგრი ამბობს, რომ ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ წინ და მინიმალური მიზანი მეოთხე ადგილია. ეს ტყუილია, რომელიც ძალიან მაღიზიანებს. მან შესანიშნავად იცის, რომ „იუვენტუსი“ და „ინტერი“ ლიგაში საუკეთესო გუნდები არიან და სკუდეტოსთვის იბრძოლებენ. შეიძლება ხედვებში განსხვავება გვქონდეს, მაგრამ თუ მოტყუებას დამიპირებთ, სათანადოდ გიპასუხებთ. ყველა ამბობს, რომ „იუვენტუსი” დაბრუნდა. სად დაბრუნდა, ნაგავში? მათ ყველაფრის მოგება შეუძლიათ“, — ასე ისაუბრა ალეგრის ნათქვამით გაღიზიანებულმა კასანომ.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/08/2026 | 14:10მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
სიახლეები12/08/2026 | 21:49ბასილაშვილი ცინცინატს დაემშვიდობა
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
