ანდრეა სტრამაჩონი 2012-13 წლებში „ინტერის” მწვრთნელი იყო. შემდეგ მან იმუშავა „უდინეზეში”, „პანათინაიკოსში”, პრაღის „სპარტაში”, ირანისა და ყატარის კლუბებში, ახლა კი იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის RAI-ს ტექნიკური კომენტატორია. მან Radio Kiss Kiss-ს ინტერვიუ მისცა, სადაც „ნაპოლიზე” და მის წაგებულ ამხანაგურ შეხვედრებზე ილაპარაკა.
შეგახსენებთ, რომ „აძური” ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრაში ჯერ ესპანურ „ვილიარეალთან” დამარცხდა — 2:3, შემდეგ კი ფრანგულ „ლილთან” — 1:4.
„ის ფაქტი, რომ „ნაპოლიმ” ამხანაგური შეხვედრები წააგო, ერთი მიზეზით აიხსნება — მეტოქეებს მასთან გამარჯვება უნდათ. ეს კულტურა იტალიელებს არ გვაქვს. ჩვენ ამხანაგურ თამაშებში მიზნად მოგებას არ ვისახავთ”, — თქვა სტრამაჩონიმ.
იტალიაში ბევრმა სპეციალისტმა შემოდგომა-ზამთრის პერიოდი ზაფხულის პრე-სეზონს შეადარა და თქვა, რომ ამხანაგურ შეხვედრებში ნაჩვენები შედეგები გუნდების რეალურ ძალაზე არ მეტყველებს. სტრამაჩონიც ამ აზრისაა. ის ფიქრობს, რომ ლუჩანო სპალეტი ამხანაგურ შეხვედრებში წაგებებს აკვირდება და სასიკეთოდ გამოიყენებს.
„ეჭვი არ მეპარება, რომ სპალეტიმ კარგად იცის როგორ გამოიყენოს ეს წაგებები გუნდის სასარგებლოდ. ის სერია A-ს განახლებას კარგად შეხვდება. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ 4 იანვარს „ნაპოლი” კარგად ითამაშებს მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი მეტოქე („ინტერი”) ეყოლება”, — თქვა სტრამაჩონიმ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
