დინამო აგებს და აგებს

Home კატეგორიის გარეშე დინამო აგებს და აგებს
დინამო აგებს და აგებს

წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგაში თბილისის „დინამომ“ ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო. არადა, მეტოქედ ხორვატული „იადრანი“ გვყავდა, რომელსაც შარშან სტუმრად მაგრად ვებრძოლეთ და 13:15 დავმარცხდით, ხოლო თბილისში სულაც 12:11 მოვუგეთ.

გვქონდა იმედი, რომ „დინამო“ წარუმატებელ სერიას შეწყვეტდა, მაგრამ ასე არ მოხდა და ჩვენი გუნდი მოულოდნელად დიდი ანგარიშით დამარცხდა – 7:21. მატჩის ბედი დიდ შესვენებამდე გადაწდა. პირველი მეოთხედი „იადრანმა“ 6:3 კი მოიგო, მაგრამ „დინამომ“ მეორე მეოთხედი სრულად ჩააგდო – რვა ბურთი გაუშვა, თავად ვერ გაიტანა და 3:14 ჩამორჩა. მატჩის შემოტრიალება უკვე შეუძლებელი იყო. მეტიც, „იადრანმა“ დარჩენილი მეოთხედებიც მშვიდად მოიგო. „დინამო“ მომდევნო მატჩს უკვე 2023 წელს გამართავს და 10 იანვარს სერბულ „რადნიჩკის“ ეწვევა.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.