ყატარში მიმდინარე მონდიალზე საუდის არაბეთმა ჯგუფური ეტაპის პირველივე მატჩი არგენტინა 2:1 დაამარცხა – ქვეყანაში ზეიმია.
პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა კი გამოაცხადა, რომ 23 ნოემბერს ქვეყანაში არავინ იმუშავებს, ხოლო უმაღლეს სასწავლებსა და სკოლებში სწავლება არ იქნება.
საუდის არაბეთის მეფე სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი კი, ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს მეფურ საჩუქარს გაუკეთებს – თითოეული მათგანი პრემიის სახით 2.5 მილიონ ევროს მიიღებს.
ალალი იყოს…

