ფიფას ახლანდელი პრეზიდენტი, იტალიელი ჯანი ინფანტინო, თანამდებობას მომავალშიც შეინარჩუნებს.
ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 2023 წლის მარტში დანიშნულ ორგანიზაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი სწორედ ინფანტინო იქნება.
შეგახსენებთ, რომ წინა დღეებში G20-ის სამიტზე დამსწრე ინფანტინომ, მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებს მიმართა, ყატარის მუნდიალის მიმდინარეობის პერიოდში, ერთი თვის განმავლობაში ყოველგვარი შეიარაღებული კონფლიქტი შეწყდეს. მას მიაჩნია, რომ ფეხბურთი ადამიანების გამაერთიანებელი ფენომენია და ეგებ ეს აქტი, პირველი ნაბიჯიც იყოს მშვიდობისკენ.
ყატარის მსოფლიო ჩემპიონატი 2022 წლის 20 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბრამდე გასტანს.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
სიახლეები26/05/2026 | 21:25ტორპედომ და იბერიამ დაძაბეს
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:09მბაპე 70
