ლუჩანო სპალეტი ცრუმორწმუნე კაცია. მას სკუდეტოზე ლაპარაკი არ უყვარს, არადა 15 ტურის შემდეგ მისი შესანიშნავი „ნაპოლი” 8 ქულით უსწრებს ჩემპიონ „მილანს” და 10 ქულით „იუვენტუსს”. ამიტომაც ლოგიკურია, რომ სკუდეტოზე ხშირად ეკითხებიან.
ამასწინათ, კოვერჩანოში შედგა ჟურნალისტების ანდრეა სანტონისა და ჯანი მარკეზინის წიგნის „იტალიელი მწვრთნელების” პრეზენტაცია, რომელშიც ბევრი საინტერესო ამბავი წერია, თუმცა მათგან ერთზე გვინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება: სადღეისოდ ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი ვინც სერია A-ს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ყოფილა მაურიციო სარი. მან 2019-20 წლების ლოკდაუნის სეზონში „იუვენტუსს” მოაგებინა იტალიის ჩემპიონობა.
მანამდე, ერთი წლით ადრე, სარის ხელმძღვანელობით „ჩელსიმ” ევროპის ლიგაში გაიმარჯვა, თუმცა ნეაპოლელი მწვრთნელისა და „იუვეს” თანამშრომლობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან „ბებერი ქალბატონი” ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.
ამგვარად, თუ ლუჩანო სპალეტი მიმდინარე სეზონში „ნაპოლის” სკუდეტოს მოაგებინებს, ის გახდება უხუცესი მწვრთნელი, ვინც იტალიურ გუნდს ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა — 2023 წლის 7 მარტს სპალეტი 64 წლის გახდება.
ჩერტალდოელი (ჩერტალდო გახლავთ სოფელი ფლორენციასთან, სადაც სპალეტი დაიბადა და როგორ „ილ მატინო” წერს „ნაპოლის” თავკაცი სწორედ იმიტომ არის პრაქტიკული ადამიანი, რომ სოფლელია) სკუდეტოზე ლაპარაკის მსგავსად გაურბის „ნაპოლისთან” კონტრაქტის გაგრძელების თემას. ამ ეტაპზე მისი ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. უფრო სწორად, 2021 წელს გაფორმებულ კონტრაქტში წერია, რომ მხარეებს შეუძლიათ თანამშრომლობა 2024-მდე გაახანგრძლივონ. მაგრამ სპალეტი არც ამ თემაზე ლაპარაკობს.
„ჩემს ასაკში კაცმა თანამშრომლობის თითო-თითო წლით გახანგრძლივებაზე უნდა იფიქროს”, — ამბობს ხოლმე სპალეტი, როდესაც პრეს-კონფერენციებზე ძალიან ჩააცივდებიან.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
