გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელთაგან მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში უგო გილამონი და ხოსე ლუის გაია მიემგზავრებიან. გილამონი 22 წლისაა, ის ბასკეთში, სან სებასტიანშია დაბადებული, თუმცა „ვალენსიას” აღზრდილია. ის ნახევარმცველია, მას „ლა როხას” შემადგენლობაში 3 თამაში აქვს ჩატარებული.
ხოსე გაია კი „ღამურების” კაპიტანია. ის მარცხენა მცველად თამაშობს. 27 წლისაა. ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში 18 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
ქვემოთ გთავაზობთ გილამონისა და გაიას რეაქციას, როდესაც შეიტყვეს, რომ ლუის ენრიკემ ისინი ყატარში წამსვლელთა სიაში შეიყვანა.