სენსაცია მე-4 ლიგიდან

Home კატეგორიის გარეშე სენსაცია მე-4 ლიგიდან
სენსაცია მე-4 ლიგიდან

May be an image of 5 people, people standing, people playing sports and grassგაიმართა საქართველოს თასის ნახევარფინალური შევხედრები. ფინალში, ქართული ფეხბურთის  ისტორიაში პირველად, ლიგა 4-ის გუნდი ითამაშებს. „ლოკომოტივი 2“ –  „საბურთალოს“ შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლო ფრედ დასრულდა, პენალტები კი უფრო ზუსტად „ლოკომოტივი 2“-ის ფეხბურთელებმა შეასრულეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

მეორე ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს ტრადიციული მეტოქეები, „ტორპედო“ და თბილისის „დინამო“ შეხვდნენ. ზესტაფონში ქუთათურებმა 2:0 იმარჯვეს და დედაქალაქელების 17-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს.

ამრიგად ფინალში, რომელიც 7 დეკემბერს ბათუმში გაიმართება ერთმანეთს „ლოკომოტივი 2“ და „ტორპედო“ შეხვდებიან. გამარჯვებული მომავალ სეზონში კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

ტორპედო-დინამო (თბ) 2:0

1:0 მონტეირო (56). 2:0 კაბალიერო (73).

ლოკომოტივი 2-საბურთალო 0:0 (პენ 7:6)

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.