გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ თავის კაპიტანს, მცველ ხოსე ლუის გაიას კონტრაქტი 2027 წლამდე გაუხანგრძლივა, – გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
გაია „ვალენსიას“ აღზდილია. კლუბის აკადემაში ის 11 წლის ასაკში მოხვდა და წლების შემდეგ გუნდის ნამდვილი ლიდერი გახდა. უთამაშია ესპანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში. პირველ გუნდში კი 2018 წლიდან იძახებენ.
ბოლო სატრანსფერო ფანჯრისას, მისით მადრიდის „რეალი,“ „ბარსელონა“ და „პარი სენ ჟერმენი“ დაინტერესდნენ, თუმცა ფეხბურთელი კიდევ ხუთი წლით „ღამურების“ მაისურით გაირჯება.
პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში, 10 მატჩის შემდეგ, 15 ქულით „ვალენსია“ მე-8 ადგილზეა.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 16:24მაიამი ელის კევინს
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:44აბა, ჰე…
სიახლეები27/07/2026 | 14:06არ იქნება პირლო, არ ვიქნები მე…
სიახლეები08/07/2026 | 17:45ხორვატიამ თავი დაკარგა
