„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებს აუხსნა, რატომ ვერ იგებს მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგას.
„მიზეზი მარტივია – მადრიდის „რეალი“…
ცხადია, მინდა ლიგის მოგება, მაგრამ ეს არ არის აკვიატებული აზრი. ჯერჯერობით მხოლოდ ოცნებაა. ეს არის მიზანი, რომლის მიღწევაც ჩვენ შეგვიძლია.
ვიცი, რამდენად კარგები არიან მოწინააღმდეგეები და რა რთული ტურნირია. ეს არაერთხელ მითქვამს და შეიძლება ბევრს არ სჯერა. თავის მართლებას არ დავიწყებ. „სიტის“ მწვრთნელი მხოლოდ იმიტომ არ გავმხდარვარ, რომ ჩემპიონთა ლიგა მომეგო.
პირველი მე ვარ, ვისაც ამ ტურნირზე გამარჯვება სურს. ასე იყო „ბაიერნშიც“. „ბარსელონასთან“ ერთად ლიგა ორჯერ მოვიგე, მაგრამ ოთხჯერ მინდოდა.
ხელმოცარულად თავს არ ვგრძნობ. გამარჯვების დროც დადგება“, – თქვა გვარდიოლამ.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი11/08/2026 | 07:59ლიდერი ისევ რუსთავია
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 16:24მაიამი ელის კევინს
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:44აბა, ჰე…
სიახლეები27/07/2026 | 14:06არ იქნება პირლო, არ ვიქნები მე…
