გაზეთმა „სანმა“, საინტერესო ექსკლუზიური ინფორმცია გამოაქვეყნა: „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა, ამჟამად კი „ინტერ მაიამის“ თანამფლობელი, დევიდ ბექემი, იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას მანკუნიანელთა სუპერვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს ყიდვას გეგმავს.
ამერიკულ კლუბს თურმე გასულ ზაფხულსაც სურდა პორტუგალიელის გადაბირება, მაგრამ მოლაპარაკება ვერ მოხერხდა.
თავის მხრივ, კრიშტიანუს თავის გუნდში ხილვა მის ყოფილ თანაგუნდელ უეინ რუნისაც სურს, რომელიც ახლა ამერიკული „დი სი იუნაიტედის“ მწვრთნელია.
„ოლდ ტრაფორდიდან“ გამომავალი ხმებით კი რონალდუ სერიოზულად დაფიქრებულა კარიერის ამერიკაში გაგრძელებაზე. მით უმეტეს, რომ ბოლო დროს „მანჩესტერში“ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ხშირად უწევს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
