ან უცხოური მას-მედია ურევს რაღაცას, ან ედენ აზარს ვერ გაურკვევია რას აპირებს: კაცი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამბობდა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში “ბარსელონას” დარი გუნდი და ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც მესისთან ახლოს დავაყენებდი არ ყოფილაო, ახლა “ჩელსისთან” კონტრაქტს აღარ აახლებს, რადგან “რელში” გადასვლა და კრიშტიანუ რონალდუს მხარდამხარ თამაში უნდა.
მოგეხსენებათ, “ჩელსის” მწვრთნელ ანტონიო კონტეს გუნდის ახალი ფეხბურთელებით გაძლიერება სურს, რასაც იანვარშიც აპირებს და ზაფხულზეც, მაგრამ საქმე ისე მიდის, რომ იტალიელმა ენერგია ძირითადად შეიძლება აზარის “დაბმაზე” დახარჯოს. დიდი ხანია ამბობენ, რომ ბელგიელის შეძენა “რეალს” სურს, მაგრამ მადრიდის კლუბს ოფიციალური ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამს.
ახლახან, აზარის მამამ ინტერვიუ მისცა Le Soir-ს, სადაც თქვა, რომ მისი ვაჟი ლონდონელებთან ახალ კონტრაქტს ხელს იმიტომ არ აწერს, რომ “რეალის” წინადადებას ელოდება. დაირხა ხმა, თითქოს “ჩელსის” მეპატრონე, რომან აბრამოვიჩი აზარს განახლებულ ხელფასს ჰპირდება — 338 ათასი ევრო კვირაში. ჯერჯერობით ვარსკვლავი კვირაში 225 ათას ევროს იღებს.
თუ აზარი აბრამოვიჩის შეთავაზებას დათანხმდება, ის ხელფასით “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგ ფეხბურთელ პოლ პოგბას გაუსწრებს და პრემიერლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებიანი მოთამაშე გახდება.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
