საქართველო მესამეს ელის

Home კატეგორიის გარეშე საქართველო მესამეს ელის
საქართველო მესამეს ელის

ხორვატიის ქალაქ სპლიტში მიმდინარე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მეორე ტურში იტალიას შეხვდა და მეორედ დამარცხდა – 8:18.

ამ წყვილში გამარჯვებული ვინაობა ადვილი გამოსაცნობი იყო. იტალიის ნაკრებს ძლიერი გუნდი ჰყავს და უდავო ფავორიტებიც იყვნენ. აქ საკითხავი ის იყო, დაზოგავდა თუ არა დეიან სტანოიევიჩის გუნდი ძალებს და ყველაფერს დაკვნით მატჩს მოახმარდა. ბოლო თამაში კი სლოვაკებთან გვაქვს, რომლებმაც დღესვე 10:18 წააგეს ჩერნოგორიასთან.

ბოლო ტურში ქულებდაუკარგავი იტალია და ჩერნოგორია ერთმანეთში გაარკვევენ ვინ გავა პირველ ადგილზე, ხოლო უქულო საქართველო და სლოვაკეთი ერთმანეთში შეეცდებიან ფლეი ოფის ბოლო, მესამე გამსვლელი საგზურის მოპოვებას.

შეიძლება იყოს 2 ადამიანი, ადამიანები სპორტით არიან დაკავებული, აუზი და შენობაში-(ი)ს გამოსახულება

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...