საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თორნიკე შენგელიას გარეშე იტალიასთან მაგრად იბრძოლა, მაგრამ ვერაფერს გახდა და 84:91 დამარცხდა.
ეს იყო ილიას ზუროსის გუნდის მეორე მატჩი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე.
ანგარიშიდანაც ჩანს, რომ შეტევაში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ისევ ვერაფერი მოვუხერხეთ დაცვას და პერიმეტრს – იტალიელებმა 16 სამქულიანი ჩაგვიგდეს. ვერ მოვიგეთ ფარიც, ბევრი გვქონდა დაკარგვაც. მთლიანობაში კი, ცუდად არ გვითამაშია.
იყო ეპიზოდები, როდესაც ჩვენები წინ იყვნენ, 2 წუთით ადრე კი, ანგარიში თანაბარი იყო – 82:82. თუმცა, ამ დროს ვიჩქარეთ და მეტოქეს წინ გასვლის საშუალება მივეცით, მერე კი ვეღარ დავეწიეთ.
ორმაგი დუბლი მიითვალა გოგა ბითაძემ – 19 ქულა და 13 მოხსნა; თად მაკფადენმა 16 ქულა ჩააგდო; გიორგი შერმადინმა თავი 12 ქულას მოუყარა, ხოლო დუდა სანაძემ – 11-ს; ორმაგი დუბლის ზღვარზე გაიარა გიორგი ცინცაძემ – 8 ქულა, 10 პასი.
საქართველოს ნაკრებს ახლა 3 მოგება და 3 მარცხი აქვს. შედეგად, ამ დროისთვის მესამე ადგილზე იმყოფება, მაგრამ ჯერ არ დამთავრებულა ტურის კიდევ ერთი შეხვედრა ისლანდიასა და უკრაინას შორის.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
