არინა მოწოდებაზე ურევს

Home აქეთურ-იქითური არინა მოწოდებაზე ურევს
არინა მოწოდებაზე ურევს

საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა ტორონტოს მასტერსზე. ტურნირის მესამე წრეში ამერიკელმა თინეიჯერმა კოკო გაუფმა 7:5 4:6 7:6 სძლია მსოფლიოს მეექვსე ჩოგან არინა საბალენკას და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

მატჩის მიმდინარეობისას კი ორივე ჩოგბურთელმა ჯამში 33 ორმაგი შეცდომა დაუშვა (საბალენკა 18, გოფი 15), რაც იშვიათი ამბავია, ერთგვარი ანტირეკორდიც. ბელარუსმა ჩოგბურთელმა ზედიზედ 4 მატჩში დაუშვა 15 ან მეტი ორმაგი შეცდომა (18, 16, 20, 23).

მიმდინარე სეზონში ბელორუს ჩოგბურთელს უკვე 310 ორმაგი შეცდომა აქვს დაშვებული.

გაუფმა 2022 წლის საჩოგბურთო სეზონში მესამედ დაამარცხა ტოპ 10-ის წარმომადგენელი, კარიერაში კი მეშვიდედ. კოკომ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო გადამწყვეტი სეტის ტაიბრეიკზე.

Aryna Sabalenka is an Australian Open title contender, but her serve may  stand in the way of victory - ABC News

 

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...