გერმანიის ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის ნახევარფინალში საფრანგეთისა 2:1 დაამარცხა და ისტორიაში მეცხრედ გავიდა ტურნირის ფინალში. სულ ქალთა ევრო 1984 წლის შემდეგ 12-ჯერ ჩატარდა.

წინა რვა ფინალი (1989, 1991, 1995, 1997, 2001, 2005, 2009, 2013) მათივე ტრიუმფით დასრულდა და უნიკალური რეკორდის მფლობელები არიან.

გერმანელების გარდა ევრო მხოლოდ სამ ნაკრებს მოუგია: შვედეთს, ნორვეგიას (2-ჯერ) და ნიდერლანდებს.

ფინალში არიელები მასპინძელ ინგლისს შეხვდებიან 31 ივლისს, ლეგენდარულ „უემბლიზე.“