უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში წყალბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მერვედფინალში ხორვატიასთან 7:13 დამარცხდა და ბრძოლას 9-12 ადგილებისთვის გააგრძელებს.
13 გაშვებული გოლის მიუხედავად ისევ კარგად ითამაშეს ჩვენმა მეკარეებმა, მაგრამ თავდასხმაში ისევ ვერ ვივარგეთ. ბევრჯერ ვერ გამოვიყენეთ მეტობა, ერთხელ ორკაციანიც.
ხშირი იყო შეტევაში ჯარიმა და ამ ყველაფერმა მარცხამდე მიგვიყვანა. შესვენებამდე 4:7 ვაგებდით, მესამე მეოთხედში კი, გოლიც ვერ გავიტანეთ, 4:10 ჩამოვრჩით და მატჩის ბედიც დამთავრებამდე გადაწყდა.
ბოლო მეოთხედმა სულაც ფორმალურად ჩაიარა… თუ ვის შეხვდება დეიან სტანოევიჩის გუნდი 9-12 ადგილებისთვის ბრძოლაში, მოგვიანებით გაირკვევა.