ჯენარო გატუზო უკვე ვალენსიაშია. იტალიელი ახალი სამსახურის ადგილას მალაგადან გუშინ, შუადღისას ჩაფრინდა. მალაგაში ის ზაფხულის აგარაკზე ისვენებდა. ახალმა ჩასულმა თქვა, რომ „მესტალიაზე” მას ენობრივი ბარიერი არ ექნება.
„ვალენსიაში” გატუზოს რთული ამოცანა ელის — „ღამურები” მესამე წელიწადია ევროთასებზე ვერ გადიან. კლუბის მეპატრონისთვის, სინგაპურელი პიტერ ლიმისთვის კი იტალიელი მეათე მწვრთნელია. ლიმმა 2014 წლის შემდეგ „ჩეებს” ცხრა თავკაცი გამოუცვალა.
ესპანეთში გატუზოს მოუწევს შეხვედრა თანამემამულე კარლო ანჩელოტისთან. ანჩელოტი გატუზოს ოდინდელი მენტორია, ის ლა ლიგის ჩემპიონ „რეალს” უდგას სათავეში.
„ბედნიერი ვარ და ამაყი, აქ რომ ჩამოვედი, — თქვა გატუზომ, — მე 2024 წლამდე მოვაწერე ხელი კონტრაქტს ასწლოვან კლუბთან, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. მიხარია, რომ ვხედავ უზომოდ ენთუზიასტ გულშემატკივარს”.
ადრეც მოგახსენეთ, რომ ვალენსიაში გატუზოს ოპოზიციაც დახვდება. კერძოდ, მისი „ღამურების” მწვრთნელად დანიშვნის წინააღმდეგი იყო კლუბის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მიგელ სორიო. სორიომ გატუზოს რასისტი და მაჩო უწოდა.
დღეს ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის მწვრთნელს გულშემატკივრის წინაშე წარადგენენ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
