ქსენოფობი, ჰომოფობი და სექსისტი გატუზო

Home კატეგორიის გარეშე ქსენოფობი, ჰომოფობი და სექსისტი გატუზო
ქსენოფობი, ჰომოფობი და სექსისტი გატუზო
Valencia CF: Zorío asegura que tiene financiación para pagar 368 millones  para recomprar el Valencia a Lim y acabar el estadio | Marca
მიგელ სორიო

გიორგი მამარდაშვილის კლუბის, „ვალენსიას” ყოფილმა პრეზიდენტმა, პლატფორმა Marea Valencianista-ს წარმომადგენელმა მიგელ სორიომ „ღამურების” გულშემატკივართა ყველა დაჯგუფებასა და გაერთიანებას ერთსულოვნებისკენ მოუწოდა. მისი აზრით, „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ფანების მსგავსად მათაც არ უნდა დაუშვან გუნდის მწვრთნელად ჯენარო გატუზოს დანიშვნა.

სორიომ მას მედიის სხვადასხვა საშუალებებში გააგზავნა წერილი, სადაც ის ამტკიცებს, რომ „ფიორენტინას” სათავეში ყოფნის დროს იტალიელმა ფლორენციულ კლუბს „რომაში” გაიჯარებული „პორტუს” ფეხბურთელის სერჟიო ოლივეირას შეძენა სთხოვა, რის გამოც სამსახურიდან გაუშვეს. თურმე პორტუგალიელი აგენტი ჟორჟე მენდეში ოლივეირას ტრანსფერში საეჭვოდ დიდ საკომისიოს ითხოვდა. სორიო წერს, რომ მენდეში გატუზოს ახლო მეგობარია და სავარაუდოდ იმ დიდ საკომისიოში „მილანის” ვეტერანის წილიც იგულისხმებოდა.

„ჩვენი კლუბის ფანები ქსენოფობ, ჰომოფობ და სექსისტ მწვრთნელს არ იმსახურებენ”, — კატეგორიულად აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი.

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.