საუცხოო ფორმაშია “მანჩესტერ სიტი”. არაჩვეულებრივ სეზონს ატარებს მისი 26 წლის ბელგიელი ვარსკვლავი კევინ დე ბრუინი. შაბათს, ქალაქელებმა პრემიერლიგის ერთ-ერთ ყოჩაღ გუნდს, “ტოტენჰემ ჰოთსპურს” თვალსაჩინოდ აჯობეს — 4:1. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ანგარიში დიახაც, ზუსტად ასახავდა გუნდებს შორის სხვაობას.
შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მონაკვეთი გახლდათ ის 2 წუთი, როდესაც “სფურზისა” და ინგლისის ნაკრების ამომავალმა ვარსკვლავმა დელე ალიმ დე ბრუინის წინააღმდეგ დაუნდობლად იუხეშა — ბელგიელს წამოდგომა გაუჭირდა, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ შეიძლებოდა თამაში ვერც კი გაეგრძელებინა — მაგრამ ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა და 120 წამში “სიტის” ნახევარმცველმა “ტოტენჰემს” ბრწყინვალე გოლი გაუტანა.
გვარიანი უხეშობის მიუხედავად მსაჯმა კრეიგ პოუსონმა დელე ალის ყვითელი ბარათი აკმარა, არადა, საერთო აზრით 21 წლის ნახევარმცველი გასაძევებელი იყო. მოგვიანებით, დელე ალი მაურისიო პოჩეტინიომ მოედნიდან გაიყვანა, “ეტიჰედ სთედიუმზე” შეკრებილმა გულშემატკივარმა კი მას უსტვინა.
მატჩის შემდეგ პოუსონს კიდევ რამდენიმე საყვედურის მოსმენა მოუწია. ზოგმა თქვა, რომ ლონდონელი ჰარი კეინისთვის თავში ჩარტყმის გამო მანჩესტერული გუნდის არგენტინელი მცველი ნიკოლას ოტამენდიც გასაძევებელი იყო, ხოლო ზოგმა “ტოტენჰემის” კარში დანიშნული პენალტი გააკრიტიკა.

ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
