L'ancien footballeur lensois, Tony Vairelles, veut lancer une émission de  télé-réalitéსაფრანგეთის ნაკრების ყოფილ შემტევ ტონი ვერელს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ეს 11 წლის წინანდელი დანაშაულის გამო: ვერელი და მისი ძმები ღამე ერთ-ერთი ბარიდან გამოაგდეს, სადაც დებოში აუტეხავთ. დაცვის თანამშრომლებს ცრემლსადენი გაზი გაუშვიათ.
ვერელი და მისიანები წასულან, მერე კი პისტოლეტითა და ბეისბოლის ჯოხებით დაბრუნებულან.
სამი კაცი დაჭრეს. ვერელის ნაკრებში 8 მატჩი აქვს ჩატარებული. იყო „ლიონში“, „ბორდოში“, „ლანსში“.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მასშტაბით ვარსკვლავი იყო, თუმცა ნაკრების დონეზე ვერაფერი განსაკუთრებული…
წილი
წინა სტატიაბოლო ტური ტკბილად მახსოვს
შემდეგი სტატიათუ კანკალებ, დარჩი სახლში
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.