საქართველოს ახალაგაზრდული ნაკრები 43 წლის გია ცეცაძეს ჩაბარდა. ეს ამბავი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დღეს გაახმაურა და ახალ მწვრთნელთან კონტრაქტიც გააფორმა, რომლის დეტალები ჯერ უცნობია. ცეცაძის თანაშემწეები ზურაბ ხიზანიშვილი და თემურ ლორთქიფანიძე იქნებიან.
გია ცეცაძეს ნაკრებში მუშაობის გამოცდილება აქვს. ის 19 წლმადელებს ხელმძღვანელობდა და გუნდი ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა. პირველ შესარჩევ ეტაპზე საქართველომ ჯგუფში ისლანდია და აზერბაიჯანი ჩატოვა და ელიტ რაუდში გადაინაცვლა, სადაც უკვე ინგლისს, ბელგიასა და შოტლანდიას აჯობა. ფინალური ეტაპი ლიტვაში გაიმართა. ცეცაძის გუნდი თურქეთთან და სერბეთთან დამარცხდა, ფრანგებთან ფრედ ითამაშა.
სანაკრებოს შემდეგ მან საკლუბ დონეზე გადაინაცლა და „სამტრედია“ ჩაბარა. გუნდი მისი ხელმძღვანელობით ქვეყნის ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი გახდა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
