მაიამის მასტერსის (საპრიზო ფონდი 8 584 055 დოლარი) პირველივე რაუნდში ეკატერინე გორგოძე უკრაინელ ანჰელინა კალინინას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა – 2:6; 6:3; 3:6.
მატჩი 2 საათსა და 14 წუთს გაგრძელდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ორივე ჩოგბურთელი მეტოქის ჩაწოდებაზე უკეთ თამაშობდა, ვიდრე – საკუთარზე. თუმცა, 25 წლის უკრაინელმა 5 წლით უფროს მეტოქეზე გაცილებით ნაკლები შეცდომა დაუშვა საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.
ძირითად ბადეში გორგოძე კვალიფიკაციიდან მოხვდა. ჩვენებურმა ჯერ ავსტრალიელ მედისონ ინგლისი 6:7, 6:4, 7:5 დაამარცხა, ხოლო შემდეგ ფრანგ ჰარმონი ტანი – 6:2, 3:6, 7:6.