კუმანი ვან გაალს შეცვლის

Home კატეგორიის გარეშე კუმანი ვან გაალს შეცვლის
კუმანი ვან გაალს შეცვლის

Koeman confiesa las "fuertes peleas" que tuvo con Van Gaal - AS.com„ბარსელონას“ ყოფილმა დამრიგებელმა, რონალდ კუმანმა, ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, შესაძლოა, ლუი ვან გაალი შეცვალოს.

70 წლის ვან გაალს ეროვნულ გუნდთან კონტრაქტი მომავალი მონდიალის დამთავრების შემდეგ, ანუ 2022 წლის დეკემბერში ეწურება.

კუმანი, რომელსაც თავისი თანაშემწეების შეკრება უკვე დაუწყია, „ბარსელონადან“ გასულ ოქტომბერს დაითხოვეს, ცუდი შედეგების გამო.

ხოლო ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს ის უკვე თავკაცობდა 2018-20 წლებში. მისი ხელმძღვანელობით ნარინჯისფერები 2019 წლის ზაფხულში ერთა ლიგის ფინალში გავიდნენ, სადაც პორტუგალიის ნაკრებთან დამარცხდნენ (0:1). ლუი ვან გაალი კი ნიდერლანდების თავკაცად კუმანის ბარსელონაში მოულოდნელად წასვლის შემდეგ დანიშნეს.

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.