
„ვესტ ჰემი“ 1981 წლის მერე პირველად გავიდა ევროტურნირების მეოთხედფინალში, იმ 81-ში კი, როგორც იცით, თბილისის „დინამოსთან“ გავარდა: შინ 1:4 და დინამოელთა დიდებული თამაში.
41 წელიწადი გავიდა. ბრიტანულმა პრესამ ეს ფაქტი აღნიშნა და ნოდარ ახალკაცის გუნდს ქება არ დააკლო. გაიხსენეს დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია, ალექსანდრე ჩივაძე…
აი, რას ეუბნება Talksport-ის ჟურნალისტი „გლაზგო რეინჯერსისა“ და შოტლანდიის ნაკრების ლეგენდარულ თავდამსხმელ ალი მაკოისტს… ისინი საფეხბურთო პოდკასტ-ში იყვნენ ერთად: „თბილისის „დინამოს“ შემდეგ ეს პირველი მეოთხედფინალი იქნება. კაცი, რომლის წინააღმდეგაც ალბათ გითამაშიათ, ალექსანდრე ჩივაძეა. მან იმ საღამოს გოლი გაიტანა. არ ვიცი, არის თუ არა ევროპა ლიგაზე თბილისის „დინამოს“ მსგავსი გუნდი კიდევ დარჩენილი“.
ისე, საინტერესოა, რომ ევროპის ლიგას „ბარსელონაა“ შემორჩენილი… ჟურნალისტის ეს სიტყვები კი ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა.

ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
