სებასტიან ალერი შეუჩერებელია. „აიაქსის“ კოდტივუარელმა „ბენფიკასთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩისას ჯერ თავის კარში გაიტანა, სამ წუთში კი მეტოქის კარიც მოძებნა. საბოლოოდ, 2:2.ალერმა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში უკვე 11 გოლი მოაგროვა და საინტერესოა, რომ ზედიზედ 7 შეხვედრაში გაიტანა.
ზედიზედ 7!
ჯერ ლიგაში უგოლო თამაში არ ჰქონია. აქამდე, ჩემპიონთა ლიგაში საწყის 5 შეხვედრაში ჰქონდათ გატანილი ალესანდრო დელ პიეროსა და ერლინგ ჰოლანდს. ალერი უკვე შვიდზე ავიდა.
ალერი მარკო ვან ბასტენის მერე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში პირველივე მატჩში პოკერი გაშალა. ეს შარშან „სპორტინგი“ – „აიაქსის“ შეხვედრაში – 1:5.
ვან ბასტენმა კი 1992 წელს „მილანისა“ – „გიოტებორგის“ მატჩისას (4:0) იფრინა.
უცნაურია და „აიაქსმა“ მასში 23 მილიონი ევრო გადაუხადა „ვესტ ჰემს“…
როგორც წესი, „აიაქსი“ იქით ჰყიდის ფეხბურთელებს პრემიერლიგაში. თუმცა ამსტერდამელებს სელექციას რას დაუწუნებ: იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ…
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
