დომენიკო ბერარდი მიმდინარე სეზონში პირველი ფეხბურთელია, რომელიც 10 გოლზე და 10 საგოლე პასზე ავიდა. ორნიშნა რიცხვზე… ოღონდ, საუბარია ტოპ-ხუთეულის ჩემპიონატებზე.
ბერარდი, როგორც იცით, „სასუოლოში“ თამაშობს, 27 წლისაა და საკლუბო ტიტული საერთოდ არ აქვს. სხვათა შორის, 20 წლის რომ იყო, „მილანს“ ერთ შეხვედრაში 4 გოლი გაუტანა…
შარშან სერია A-ში მსგავსი მიღწევა ორ ფეხბურთელს ჰქონდა: რომელუ ლუკაკუსა და ჰენრიხ მხითარიანს. თუმცა ახლა ჯერ თებერვალია და ბერარდიმ უკვე მოასწრო…
ბერარდი ცენტრფორვარდი არაა, უფრო ფლანგიდან უტევს, კარგი ტექნიკით გამოირჩევა. საკლუბო ტიტული არა, მაგრამ კარიერაში ერთი ისეთი ტიტული აქვს, ბევრს უდრის: იტალიის ნაკრებში ევროპის ჩემპიონი გახდა.

ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
