„დერბი ქაუნთის“ მთავარი მწვრთნელი, უეინ რუნი, თურმე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ან „ევერტონის“ თავკაცობაზე ოცნებობს.
„ახლა მთლიანად „დერბიზე“ ვარ გადართული. როგორმე ჩემპიონშიფში ადგილი უნდა შევანარჩუნებინო. ისე კი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ან „ევერტონის“ გაწვრთნაზე ვოცნებობ. ეს კლუბები მშობლიურია ჩემთვის. თუ ოდესმე ასე მოხდა, დიდ სამწვრთნელო მიღწევად ჩავითვლი.
შეგახსენებთ, რომ რუნიმ საფეხბურთი კარიერა სწორედ „ევერტონში“ დაიწყო და იქიდან გადავიდა „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2004 წელს.
მისი „დერბი“ ახლა 24-გუნდიან ჩემპიონშიფში 23-ე ადგილზეა. გასულ ტურში მათ შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ 3:1 დაამარცხეს.