ინგლისურმა „უოტფორდმა“ 24 წლის ნიგერიელი სამუელ კალუ შეიძინა.კლუბის ფანებში ამ ფოტომ დიდი აჟიოტაჟი და ირონია გამოიწვია – გვეეჭვება, კალუ მართლა 24 წლის იყოსო…
ერთმა ისიც დაწერა, მგონი, როი ჰოჯსონის თანაკლასელიაო. ჰოჯსონი კი 74 წლის გახლავთ.
კალუ „ბორდოდან“ მიიყვანეს. 2017-2018 წლებში კი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი იყო ბელგიურ „გენტში“.
რაც შეეხება „უოტფორდს“, გუნდი ინგლისის პრემიერლიგაში ბოლოსწინა ადგილზეა.
ამ სეზონში უკვე მესამე მწვრთნელი ჰყავთ: ჩვენი კარგად ნაცნობი ჩისკო, მერე კლაუდიო რანიერი და ახლა უბერებელი როი.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
