Se sento qualcosa, faccio vuotare: Sarri difende il suo giocatore e avvisa  i tifosi della Lazioრას ნიშნავს გულშემატკივრის როლი იტალიაში… „ლაციოს“ ფანებს მტრული დამოკიდებულება აქვთ გუნდის კოსოვოელ ფორვარდ ვედათ მურიქისთან, ამის გამო კი „ლაციო“ ესპანურ „მალიორკაში“ ანათხოვრებს ფეხბურთელს. უფრო სწორად, გაანათხოვრა: გადაწყვეტილი ამბავია. კუნძულელებს 13 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უპირატესი უფლება ექნებათ.

მურიქი ორი წლის წინ „ფენერბაჰჩედან“ იყიდეს 20 მილიონად, ამ დროის განმავლობაში კი კოსოვოელმა 43 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

ოთხიოდე თვის წინ ასეთი ამბავი მოხდა. „ლაციოს“ ტიფოზები ღია ვარჯიშის დროს მურიქის შეურაცხყოფას აყენებდნენ. მწვრთნელმა მაურიციო სარიმ ვარჯიში შეწყვიტა, ტიფოზებთან მივიდა და მათ უთხრა:

„კიდევ ერთი შეურაცყოფა თუ იქნება მის მიმართ, ვარჯიშს დავხურავ“.

ტიფოზებმა სარის ეს გაბედული საქციელი მოიწონეს და გაჩუმდნენ. თუმცა შემდგომში მურიქის მიმართ მაინც ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ. მიზეზი მხოლოდ მურიქის არასალაციო დონეა თუ კონფლიქტებია, ეს უკვე უცნობია.