მარკო სამპდორიაში

Home კატეგორიის გარეშე მარკო სამპდორიაში
მარკო სამპდორიაში

Marco Giampaolo's strong message for the squad - AC Milan Newsმარკო ჯამპაოლო „სამპდორიას“ მთავარი მწვრთნელია – გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

54 წლის სპეციალისტმა ამ თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინათ გათავისუფლებული რობერტუ დ’ავერსუ შეცვალა.

ჯამპაოლოს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაუფორმეს, 2024 წლამდე გახანგრძლივების პერსპექტივით.

შეგახსენებთ, რომ ჯამპაოლო უკვე წვრთნიდა „სამპდორიას“ 2016-19 წლებში. მისი ხელმძღვანელობით გენუელებმა ორჯერ მეათე, ერთხელ კი მეცხრე ადგილი დაიკავეს იტალიის ჩემპიონატში.

2019-ის ზაფხულში მარკომ „მილანი“ ჩაიბარა, თუმცა ცუდი შედეგების გამო, შემოდგომაზევე გამოუშვეს იქიდან.

სერია А-ს მიმდინარე სეზონში, 22-ე ტურის შემდეგ, „სამპდორია“ 20 ქულით მე-16 ადგილზეა.

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.