პაულო სოუზამ პოლონეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა. თან დატოვა, თან ჯერ ბოლომდე არ წასულა… საქმე ისაა, რომ პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზბიგნევ ბონეკმა პაულო სოუზას განცხადება არ მიიღო.
მოკლედ, მურვანიძე ხელს არ აწერს. არადა, პორტუგალიელს წასვლა უნდა, რადგან ბრაზილიაში ელიან: „ფლამენგო“ გამზადებულ კონტრაქტს სთავაზობს და პაულო სოუზაც თანახმაა.
აი, რა დაწერა პოლონელმა ჟურნალისტმა მაცეი ვასოვსკიმ:
„ძვირფასო პაულო სოუზა, დიდი მადლობა, რომ საკუთარი სახე ასე გამოაჩინეთ. სინამდვილეში შენ პოლონეთის ნაკრების მწვრთნელობის ღირსი არასოდეს არ იყავი. მიდიხარ გადამწყვეტი მატჩების წინ. სირცხვილია. ეს მშიშარა კაცის საქციელია და არა – ნამდვილი კაცის“.
24 მარტს პოლონეთი მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელ ნახევარფინალურ ფლეი-ოფში რუსეთს ეთამაშება, ხოლო თუ ეს ეტაპი გაიარა, ფინალში შვედეთი-ჩეხეთს შორის მოგებულს შეხვდება.
შეგახსენებთ, ეს ის პაულო სოუზაა, გრძელთმიანი პორტუგალიელი, ზედიზედ ორჯერ სხვადასხვა გუნდებში რომ მოიგო ჩემპიონთა ლიგა: „იუვენტუსსა“ და „დორტმუნდში“.
მოკლედ, ჯერ ოფიციალურად არ წასულა პოლონეთიდან, მაგრამ ალბათ, წავა…
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
