შეადარეთ, როგორ მივიდა ანდრეი შევჩენკო სერია A-ში როგორც ფეხბურთელი და როგორ მივიდა როგორც მწვრთნელი…
ფეხბურთელმა მალევე „ლაციოს“ კარში სამი გოლი გაიტანა და ის თამაში 4:4 დასრულდა. „მილანიც“ მაგარი იყო და „ლაციოსაც“ ისტორიაში საუკეთესო პერიოდი ჰქონდა.
აი, მწვრთნელი კი სერია A-ში საშინელ შედეგს აჩვენებს: „ჯენოაში“ დანიშნეს და გუნდმა 6 მატჩიდან მხოლოდ ერთი ქულა აიღო. 5 წაგება! ძალიან ცუდია. გასაგებია, შევჩენკოს „ჯენოას“ ცუდი კალენდარი ჰქონდა, მაგრამ მაინც. ამჯერად გენუელებმა „ლაციოსთან“ 1:3 წააგეს.
„შევამ“ გაბრაზებულმა თქვა – ერთადერთი კარგი ის მოხდა, რომ გოლი გავიტანეთო. დიახ, გოლის გატანაც პრობლემაა, ამ 6 შეხვედრაში გენუელებმა მხოლოდ 2 ბურთი შეაგდეს. „ჯენოა“ ბოლოსწინა ადგილზეა.
არადა, ანდრეი მაგრად მუშაობდა უკრაინის ნაკრებში. პორტუგალიასთან შინ მოგება, გასვლაზე ფრე, სერბეთთან 5:0, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლა… ცოტა არაა უკრაინისთვის.
„ჯენოაც“ ალბათ ფორმაში შევა, მაგრამ როდის შევა?
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
