მიუხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი იოზუა კიმიხი წლის დარჩენილ მატჩებს გამოტოვებს („მაინცთან“ 11 დეკემბერს, „შტუტგარტთან“ 14 დეკემბერს და „ვოლფსბურგთან“ 17დეკემბერს) – გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
„თავს კარგად ვგრძნობ. კოვიდმა გამიარა, მაგრამ ფილტვებში გარკვეული ტკივილები მაქვს და ვერ ვვარჯიშობ. იმედია, იანვრიდან სრული დატვირთვით დავიწყებ მზადებას“, – ციტირებს კიმიხის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის გერმანერლს კორონავირუსი ნოემბრის ბოლოს დაუდასტურდა. ის დღემდე აუცრელია, რის გამოც კლუბი მის მიმართ ფინანსურ სანქციებს იყენებს.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი19/06/2026 | 20:13რუსთავი – ახალი ლიდერი
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:28ქეცბამ მეორედ წააგო
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:12კუკურელია რეალში
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
