დოკუმენტურ ფილმში, „დაუმარცხებელი“, 72 წლის არსენ ვენგერი სერ ალექს ფერგიუსონთან ჯიბრის წლებს იხსენებს. „არსენალისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული თავკაცები 17 წლის განმავლობაში 49-ჯერ დაპირისპირებიან ერთმანეთს.
„ალექს ფერგიუსონი ინგლისურ ფეხბურთში მთავარი ფიგურა იყო, — ამბობს ვენგერი, — მისი ყველას ეშინოდა, პრესით დაწყებული, მსაჯებით დამთავრებული. მე კი ვიფიქრე, რომ შესანიშნავი შესაძლებლობა მეძლეოდა. შემეძლო დამემტკიცებინა, რომ მხოლოდ ინგლისში არ იციან, როგორ უნდა კარგი ფეხბურთის თამაში. ბრძოლისთვის მზად ვიყავი.
ხანდახან, გარემო ძალიან აგრესიული ხდებოდა, განსაკუთრებით მატჩების შემდეგ. როდესაც გამარჯვებისთვის იბრძვით, ლომებს გავხართ. იმ მომენტში ერთადერთი სურვილი გაქვს — შეჭამო მეორე ლომი, რომელიც შენს წინ დგას.
მე კი ფეხბურთში არასდროს არავისი მშინებია“.
ვენგერი „არსენალს“ 22 წელი ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით „მეთოფეებმა“ სამჯერ მოიგეს ინგლისის ჩემპიონის ტიტული.
თუმცა, სერ ალექს ფერგიუსონის შედეგი განსაკუთრებულია. მან „მანჩესტერ იუნაიტედი“ ცამეტჯერ მიიყვანა ტიტულამდე.
49 დაპირისპირებიდან 23 შოტლანდიელმა მოიგო, ფრანგმა კი ნაკლები — 16.
დოკუმენტურ ფილმში ფერგიუსონი ამბობს: „ყველაზე დიდი ცვლილება „არსენალმა“ მაშინ განიცადა, როდესაც მათ თავიდან აღმოაჩინეს ტიერი ანრი. ანრის გოლები… ის ფანტასტიკური იყო.
როდესაც მანქანა მიგყავს, უკანა ხედვის სარკეში იყურები, რომ დაინახო ვინმე ხომ არ გეწევა და თუ გეწევა, სვლას აჩქარებ. ჩვენ „არსენალი“ გვეწეოდა. მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავდათ; ჩვენი გასწრება შეეძლოთ. აქ ორი აზრი არ არის“.
წლებმა ვენგერისა და ფერგიუსონის ურთიერთობა დაათბო. „ოლდ ტრეფორდზე“ თავისი ბოლო მატჩის წინ, როდესაც ტრიბუნიდან ვიღაცამ ფრანგის „არსენალიდან“ გაგდება მოითხოვა, სერ ალექსმა თავხედი ლამის გალახა.
„არსენს გუნდი ყოველ წელიწადს ევროპაში გაჰყავდა, ისინი კი აკრიტიკებენ. გულშემატკივარს უნდა რცხვენოდეს.
დიახ, მე და ვენგერი დინოზავრები ვართ, მაგრამ ცუდად არ გვიმუშავია. მე მართალია ცამეტჯერ მოვიგე ტიტული, მაგრამ მთელი სეზონის დაუმარცხებლად გავლასთან ახლოსაც არ ვყოფილვარ. ეს შედეგი ყველაფერზე მაღლა დგას და მას არსენმა მიაღწია“, — ამბობს ფერგი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
