ჩავი ბარსელონაში ჩადის

Home კატეგორიის გარეშე ჩავი ბარსელონაში ჩადის
ჩავი ბარსელონაში ჩადის

Xavi Hernández dirigiendo al Al Sadd.What were Ronald Koeman numbers as FC Barcelona coach? Titles, wins, losses..არ არსებობს ესპანური გამოცემა, რომელიც „ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ არ წერდეს. თუმცა, ყველა ერთ აზრზეა – კატალონიური კლუბის თავკაცი ჩავი ერნანდესი გახდება.

ჩავი კუმანის შეცვლის ერთერთ კანდიდატად კი განიხილებოდა, მაგრამ ნიდერლანდელის გათავისუფლების შემდეგ „ბარსა“ ჩავის უმალვე დაუკავშირდა.

წერენ იმასაც, რომ დარჩენილია მცირე დეტალების მოგვარება, მათ შორის ესპანელის ამჟამინდელ კლუბთან „ალ სადთან“ მოლაპარაკება. მეტიც, ამბობენ, რომ პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია და „ბარსელონას“ ჩავი 2024 წლამდე ჩაიბარებსო.

ჩავი „ბარსელონაში“ მუშაობას „სელტასთან“ მატჩის შემდეგ შეუდგება. ეს ნიშნავს, რომ გუნდს მომდევნო 3 მატჩისთვის დროებითი მწვრთნელი დაჭირდება და ეს ან სერხი ბარხუანი, ანაც ალბერ კაპელიასი იქნება.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.