კუმანი შავი კატაა

Home აქეთურ-იქითური კუმანი შავი კატაა
კუმანი შავი კატაა

See the source imageერთი ხანობა „ბარსელონას“ ყოფილი ლიდერთაგანი ჩავი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე უმთავრეს კანდიდატად განიხილებოდა.

ჩავი ამჟამად „ალ-სადდს“ წვრთნის, მაგრამ „ბარსას“ ყოფითაც რეგულარულად ინტერესდება. აღმოჩნდა, რომ ხავის სერიოზული საუბარი ჰქონდა ჟოან ლაპორტასთან. გუნდის ვეტერანი დაინტერესდა, რატომ არ მოხსნეს დღემდე რონალდ კუმანი, რომელსაც მიმდინარე სეზონში კატასტროფული შედეგები აქვს.

ლაპორტას უთქვამს, თუ მოთმინებას ვიქონიებთ და ტრავმირებულთა მწყობრში დაბრუნებასაც დაველოდებით, შედეგებიც გამოსწორდებაო.

ჩავი უკმაყოფილო დარჩა. არადა, საპრეზიდენტო არჩევნებისას მასსა და ლაპორტას შორის შავმა კატამ გაირბინა და ურთიერთობა ახლაღა დათბა. რონალდ კუმანი ახალ შავ კატად იქცა.

 

 

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".