
„ბათუმი“ აუტსაიდერ „ტორპედოს“ მასპინძლობდა და ზედიზედ მე-12 წაუგებელი მატჩი ჩაატარა. თუმცა, გამარჯვება იოლი არ ყოფილა და ამის მიზეზი სტუმართა შემართების გარდა ძლიერი წვიმაც გახლდათ. ერთი ხანი ისე კოკისპირულად დაუშვა, ფეხბურთელები ერთმანეთს ძლივს ხედავდნენ, მოედანიც გვარიანად დამძიმებული იყო.
მე-13 გოლი გაიტანა გიორგი ფანცულაიამ და ბომბარდირთა დავაში დინამოელ ზორან მარუშიჩს ისევ გაუთანაბრდა.
„დინამომ“ „სამგურალს“ ისევ ვერ მოუგო. ფაქტია, დებიუტანტი წყალტუბოელები ჩემპიონისთვის უხერხულ მეტოქედ გადაიქცნენ. მიმდინარე სეზონში ოთხი მატჩიდან ორი იმერლებმა მოიგეს, ორიც ფრედ დამთავრდა. ამჯერად – 2:2.
ამისდაკვალად, „ბათუმმა“ უკვე 7 ქულით გაუსწრო „დინამოს“ და გია გეგუჩაძის გუნდი ტურიდან ტურამდე ჩემპიონობაზე სულ უფრო ხმამაღალ განაცხადს აკეთებს.

„შუქურამ“ მოულოდნელად დიდი ანგარიშით დაამარცხა „დილა“ და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა. „თელავმა“ კი სულაც ექვსქულიანი მატჩი მოუგო თითქმის განწირულ „სამტრედიას.“
საგურამოში „ლოკომოტივი“ 3:0 ამარცხებდა „საბურთალოს.“ სტუმრები ბოლოსკენ გამოფხიზლდნენ და ორი საპასუხო ბურთი გაიტანეს, მეტისთვის კი დრო აღარ ეყოთ. საინტერესოა, რომ სამთვიანი პაუზის შემდეგ გაიტანა საბურთალოელთა მოლდოველმა შემტევმა, დმიტრი მანდრიჩენკომ. შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში ერთი ხანი ბომბარდირთა დავასაც ლიდერობდა და სეზონის პირველი ჰეთ-თრიქიც მან შეასრულა „სამტრდიასთან“ სტუმრად 15 აპრილს.
სამტრედია 0:2 თელავი
0:1 შერგელაშვილი (16), 0:2 თოლორდავა (34)
სამგურალი 2:2 დინამო
1:0 კუხიანიძე (2 პენ), 1:1 სხირტლაძე (12), 1:2 ბარნსი (29), 2:2 კალანდარიშვილი (73)
შუქურა 4:0 დილა (ფოთში)
1:0 სარდალიშვილი (9), 2:0 მუსელიანი (10), 3:0 კომახიძე (51), 4:0 ინგოროყვა (80)
გაძევება: სანტოსი (60) – დილა
ლოკომოტივი 3:2 საბურთალო
1:0 სიხარულიძე (45+4 პენ), 2:0 შონია (56), 3:0 გავაშელიშვილი (64), 3:1 მანდრიჩენკო (87), 3:2 მალი (90+2)
ბათუმი 3:1 ტორპედო
1:0 ფანცულაია (10), 1:1 მირცხულავა (45), 2:1 მანჯგალაძე (61), 3:1 ზარია (90+1)
[table id=33 /]
მეგოლეები: ზორან მარუშიჩი (დინამო), გიორგი ფანცულაია (ბათუმი) – 13, ჯაბა ჯიღაური (ბათუმი) – 11, ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი), სერგო კუხიანიძე (სამგურალი) -10
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 16:24მაიამი ელის კევინს
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:44აბა, ჰე…
სიახლეები27/07/2026 | 14:06არ იქნება პირლო, არ ვიქნები მე…
სიახლეები08/07/2026 | 17:45ხორვატიამ თავი დაკარგა
