ტოკიო 2020-ის ფინალის ბოლო წამზე დამარცხებული თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ოსლოში დაწყებული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა და 3 ოქტომბერს გადამწყვეტ ბრძოლაში ირანელ ამირ ჰოსეინ აბას ზარეს შეხვდება, ვინც, თავის მხრივ, ნახევარფინალში ჩვენიანის პრინციპულ მეტოქე, თურქ ტაჰა აკგულს დააყრევინა ფარ-ხმალი. შეგახსენებთ, აკგულმა პეტრიაშვილამდე ვერც ოლიმპიურ თამაშებზე მიაღწია და ოქროსთვის ბრძოლას ნაადრევად ჩამოშორდა.
ოსლოში კი პეტრიაშვილმა ულაპარაკოდ სძლია მონღოლ ლხაგვაგერელ მუნხტურსა (11:1), ავსტრიელი იოჰანეს ლუდეშერს (5:0), ხოლო ნახევარფინალში შანსი არ დაუტოვა ყაზახ ოლეგ ბოლტინს – 10:0.
მეორე ქართველი ფალავანმა 74 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძემ ჯერ გერმანელი ოსმან კუბილაი ჩაქიჩი (11:0) დაამარცხა, მერე იაპონელი მასაკი სატო (13:2) და ირანელი ალიკბარ ემამიჩოგაი (10:1), ნახევარფინალში სლოვაკ ტაიმურაზ სალკაზანოვთან 0:5 სძლია და კვირას უკვე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები22/06/2026 | 22:56ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა
სიახლეები21/06/2026 | 22:10მედლები ბოლოს…
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
