„ვალენსიას“ მეპატრონე პიტერ ლიმი კლუბში ინვესტიციების გაზრდას აპირებს. ლიმი სინგაპურელი ბიზნესმენია, რომელიც ადრე ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საბირჟო მაკლერი იყო, ახლა კი კერძო ინვესტორია, რომელიც სხვადასხვა დარგში მოღვაწეობს: პალმის ზეთით დაწყებული, მედიცინით დამთავრებული.
ლიმის ხელში, ბოლო წლებში, „ლოს ჩე“ ანუ „ვალენსია“ დალხენილი ცხოვრებით ვერ დაიკვეხნის. სინგაპურელის წინააღმდეგ გამოსვლებიც იყო. წლეულს, „ღამურებს“ ლა ლიგის კლუბებს შორის ყველაზე დაბალი ხარჯვის ლიმიტი აქვს — 30,9€. ეს სეგუნდა დივიზიონის მთელი რიგი კლუბების ლიმიტზე ნაკლებია.
ესპანურ პრესაში წერენ, რომ სწორედ უსახსრობის გამო გაუშვეს „ჩეებმა“ 20 წლის ნიჭიერი კორეელი შემტევი ნახევარმცველი კანგ-ინ ლი და მის ნაცვლად სეგუნდა დივიზიონის „ვალიადოლიდიდან“ ბრაზილიელი მარკოს ანდრე იყიდეს. შეგახსენებთ, რომ „ვალიადოლიდის“ მეპატრონე ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდოა.
გასულ ზაფხულს „ვალენსიას“ გარკვეული თანხა ლა ლიგისა და მსხვილი ევროპული საინვესტიციო კორპორაციის CVC Capital Partners-ის ცნობილი ხელშეკრულების წყალობით შემოუვიდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და ამბობენ, რომ ლიმი დაფინანსების გაზრდას აპირებს.
„მესტალიაზე“ აცხადებენ, რომ დაფინანსების გაზრდის შესახებ დანამდვილებით ითქვა, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯი ჯერ არ გადადგმულა. დეტალებიც უცნობია.
რაც შეეხება გულშემატკივართა პოზიციას, ნაწილს დაფინანსების გაზრდა რასაკვირველია უხარია, მაგრამ მეორე ნაწილს არ სურს რომ ლიმმა ამით ისარგებლოს, კლუბში თავისი წილი გაზარდოს და საერთოდ მოუშორებელი გახდეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
მთავარი ამბავი23/06/2026 | 08:31მბაპე, წვიმა, მბაპე
აქეთურ-იქითური22/06/2026 | 09:21გუნდების რაოდენობის გაზრდა შეიძლება დაბრკოლდეს
აქეთურ-იქითური22/06/2026 | 08:36ყველაზე, ყველაზე იამალი
